ხატია მამუკაშვილი (khatia@dep.ge) განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმის თანადამფუძნებელი და თანადირექტორია. მას მიღებული აქვს ორგანიზაციული განვითარებისა და კონსულტირების მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს HR სპეციალობას, ტრენინგებისა და კვლევითი პროექტების მენეჯმენტს. სამოქალაქო საზოგადოების სექტორში ხატია სხვადასხვა დროს მოხალისეობრივად იყო ჩართული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში.
თამარ ზვიადაძე (tamar@dep.ge ) DEP-ის თანადამფუძნებელი და თანადირექტორია. ის ფლობს საჯარო და სოციალური პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტიდან. მისი ძირითადი სამუშაო გამოცდილება სათემო განვითარების სფეროს უკავშირდება. სხვადასხვა დროს ის პროექტების მართვისა და კვლევითი საქმიანობით ჩართული იყო სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ქეთევან ტვილდიანი (ketevan@dep.ge) განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმის პროექტების კოორდინატორია. ის ფლობს სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მას აქვს პროექტების კოორდინატორად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. DEP-თან შემოერთებამდე, ქეთევანი ბრიტანეთის საბჭოში სხვადასხვა პროექტებს უწევდა კოორდინირებას.