ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდების მხარდაჭერა (აგვისტო 2022- ივლისი 2023)
პროექტი “ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდების მხარდაჭერა” გერმანელ პარტნიორ ორგანიზაცია „რონეს ფონდთან“ ერთად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში მრავალეთნიკური თანაცხოვრების გაძლიერებას და ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი აქტივობები:
- სტუდენტების ტრენინგი (ლიდერობისა და ფასილიტატორული უნარების განვითარებაზე)
- მოსწავლეების ტრენინგი (ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე)
- სტუდენტების სასწავლო ვიზიტი გერმანიაში
- საზაფხულო ბანაკი მოსწავლეებისათვის
- სტუდენტებისა და მოსწავლეების ინიციატივების მინი-გრანტებით მხარდაჭერა
Nomoregringe Powerbank ტელეგრამის ჩატბოტი საქართველოში (იანვარი 2023-ივნისი 2023)
პროექტი განხორციელდა უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაცია Pislyazavtra-სთან პარტნიორობით, პროგრამის: “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში ადაპტირდა nomoregringe ტელეგრამ ჩატბოტის ქართული ვერსია. ეს ონლაინ ინტერაქციული ჩატბოტი მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობასა და ინკლუზიურობას და სახალისო და ინტერაქციული დასწავლის მეთოდით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა (თებერვალი 2022-დეკემბერი 2022)
პროექტი “ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა,” ქალთა საკონსულტაციო ცენტრ “სახლთან” ერთად ჩატარდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას და გენდერული ნიშნით ძალადობის დაძლევას მავნე სოციალური ნორმებისა და გენდერული სტერეოტიპების ცვლილებების გზით.
განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმამ, პროექტის ფარგლებში იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებთან, სსსმ და შშმ ბავშვების დედებთან. აქტივობებში სულ 299 ქალი ჩაერთო:
- რბილი უნარების განვითარების ტრენინგები გაიარა 95-მა ქალმა;
- თემის საჭიროებაზე დაფუძნებული ლიდერობის ტრენინგები- გაიარა 140-მა ქალმა;
- პროფესიული გადამზადების ტრენინგები გაიარა 14-მა ქალმა;
- ჯგუფური თერაპია- მიეწოდა 50 ქალს.
გარდა ზემოაღნიშნული ტრენინგებისა და საკონსულტაციო მომსახურებისა, DEP-მა შექმნა პლატფორმა STOPVIOLENCE.GE რომელიც ძალადობის დაძლევის სფეროში მომუშავე სერვისის მიმწოდებლებს აერთიანებს. პორტალის მიზანია, ვიზიტორებს სწრაფად და მარტივად მიაწოდოს ინფორმაცია არსებული სერვისების შესახებ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერა (მაისი 2022-დეკემბერი 2022)
პროექტი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერა,” განხორციელდა DEP-ის გუნდის წევრის, თამარ ზვიადაძის მიერ მოპოვებული აღმოსავლეთ პარტნირობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ.
პროექტის ეგიდით ჩატარდა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების და საჭიროებების გამოვლენას. პროექტის ფარგლებში მომზადდა პოლიტიკს ნარკვევი, კვლევითი ანგარიში და მხარდაჭერითი დასაქმების გზამკვლევი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
საზიანო გენდერული სტერეოტიპების დაძლევა (იანვარი 2021-ნოემბერი 2021)
პროექტი „საზიანო გენდერული სტერეოტიპების დაძლევა“ ჩატარდა ქალთა საკონსულტაციო ცენტრ “სახლთან” პარტნიორობით, პროგრამის: “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში, DEP-მა მოამზადა ვიდეო პოდკასტების სერია გენდერული ნიშნით ძალადობისა და გენდერული სტერეოტიპების საკითხებზე.