განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა (DEP) არის 2019 წელს დაარსებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების  ხელშეწყობას ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის. გენდერული თანასწორობისა და  ინკლუზიური გარემოს ადვოკატირების მიზნით, DEP მუშაობს ქალთა და ახალგაზრდათა სხვადასხვა ჯგუფებთან და საქმიანობა იყოფა 1) არაფორმალური განათლების, 2) უნარ-ჩვევების განვითარებისა და პროფესიული გაძლიერების; 3) კვლევითი და საკონსულტაციო საქმიანობის მიმართლებებად.