მეათე ვიდეო პოდკასტში ვსაუბრობთ ადრეულ ქორწინებაზე, მის მიზეზებზე, შედეგებზე, სტერეოტიპებსა და მავნე პრაქტიკებზე. ჩვენი სტუმარი არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი/Sapari-ს პროექტების მენეჯერი ნათია გვრიტიშვილია.
უფრო დეტალურად, პოდკასტში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი საკითხები:
- ადრეული ქორწინების სტატისტიკა საქართველოში
- ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს/განაპირობებს ადრეულ ქორწინებას
- ადრეული ქორწინებასთან დაკავშირებული და გავრცელებული სტერეოტიპები
- კავშირი ადრეულ ქორწინებასა და განათლების მიღების შეწყვეტას შორის
- სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სკოლის, როლი ადრეული ქორწინების პრევენციაში
- ადრეული ქორწინების ნორმალიზების პრაქტიკა და მისი პრევენციის გზა
პოდკასტი მომზადებულია პროექტ „საზიანო გენდერული სტერეოტიპების დაძლევა“ ფარგლებში, რომელიც ტარდება პროგრამის: “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.#eu4genderequality UN Women, UNFPA, European Union in Georgia.
Facebook Comments