ჩვენი მეოთხე ვიდეო პოდკასტის სტუმარი ფილოსოფიის დოქტორი, ქალთა უფლებათა დამცველი ლელა გაფრინდაშვილია. მასთან ერთად განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:
ფემინიზმი და ფემინიზმის ცნებით გამოწვეული ვნებათაღელვის მიზეზები,
ქართული ფემინიზმის განვითარების ისტორია, როგორი გზა გაიარეს ქართველმა ქალებმა იმ უფლებების მისაღწევად რაც მათ დღეს აქვთ,
ქალების როლი საზოგადოებაში. რატომ გვახსენდება ნაკლებად ქალი მეცნიერების/საზოგადო მოღვაწეების სახელები.
პოდკასტი მომზადებულია პროექტ „საზიანო გენდერული სტერეოტიპების დაძლევა“ ფარგლებში, რომელიც ტარდება პროგრამის: “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.#eu4genderequality UN Women, UNFPA, European Union in Georgia.