კრიზისული ცენტრები ძალადობა გადატანილი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

ჩვენს მეხუთე ვიდეო პოდკასტში ვსაუბრობთ იმაზე, თუ ვის და რა ტიპის სერვისის მიღება შეუძლია თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრში. ამჯერად ჩვენი სტუმარი ცენტრის დირექტორი ინდირა რობაქიძეა.

განვიხილავთ შემდეგ საკითხებს: 

⭕თბილისის კრიზისული ცენტრი – რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს ის საჭიროების მქონე ადამიანებს.

⭕ვის შეუძლია თბილისის კრიზისული ცენტრით სარგებლობა
⭕როგორ დავუკავშირდეთ კრიზისულ ცენტრებს
📞111 (ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი), 📞112, 📞111 006
⭕როგორია კრიზისული ცენტრის ბენეფიციარებთან მუშაობის სპეციფიკა
⭕Covid-19 პანდემია და ცენტრის მუშაობა

პოდკასტი მომზადებულია პროექტ „საზიანო გენდერული სტერეოტიპების დაძლევა“ ფარგლებში, რომელიც ტარდება პროგრამის: “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.#eu4genderequality UN WomenUNFPAEuropean Union in Georgia.


Facebook Comments