მეათე ვიდეო პოდკასტში ვსაუბრობთ ადრეულ ქორწინებაზე, მის მიზეზებზე, შედეგებზე, სტერეოტიპებსა და მავნე პრაქტიკებზე. ჩვენი სტუმარი არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი/Sapari-ს პროექტების მენეჯერი ნათია გვრიტიშვილია.

უფრო დეტალურად, პოდკასტში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი საკითხები:

  • ადრეული ქორწინების სტატისტიკა საქართველოში
  • ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს/განაპირობებს ადრეულ ქორწინებას
  • ადრეული ქორწინებასთან დაკავშირებული და გავრცელებული სტერეოტიპები
  • კავშირი ადრეულ ქორწინებასა და განათლების მიღების შეწყვეტას შორის
  • სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სკოლის, როლი ადრეული ქორწინების პრევენციაში
  • ადრეული ქორწინების ნორმალიზების პრაქტიკა და მისი პრევენციის გზა

პოდკასტი მომზადებულია პროექტ „საზიანო გენდერული სტერეოტიპების დაძლევა“ ფარგლებში, რომელიც ტარდება პროგრამის: “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.#eu4genderequality UN WomenUNFPAEuropean Union in Georgia.

Facebook Comments