ვიდეო პოდკასტების სერიის მეორე ეპიზოდში, გენდერულ ძალადობას სამართლებრივი კუთხით განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯფუფის “WISG”-ის იურისტი ქეთი ბახტაძე.
მეორე ეპიზოდის თემებია:
გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ნიშნით ძალადობა და ადამიანის უფლებები
სახელმწიფო სერვისები ძალადობის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის
სამართლებრივი პროცესები პირველი მიმართვიდან ძალადობის ფაქტის დადასტურებამდე
შემაკავებელი და დამცავი ორდერები
რისკები, რომლის წინაშეც დგება ძალადობა გადატანილი ადამიანი
ეფექტური რეაგირება გარშემომყოფების მხრიდან
ძალადობა საზოგადოებრივ ადგილებში და მოწმის როლი
პოდკასტი მომზადებულია პროექტ „საზიანო გენდერული სტერეოტიპების დაძლევა“ ფარგლებში, რომელიც ტარდება პროგრამის: “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
#eu4genderequality UN Women UNFPA European Union in Georgia