მეექვსე ვიდეო პოდკასტის სტუმარია იურისტი, ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, გოგა ხატიაშვილი. მასთან ერთად მიმოვიხილავთ ძალადობის შემთხვევების შეტყობინებისა და რეაგირების მექანიზმებს, დაცვისა და დახმარების გზებს, სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოების როლს ძალადობის აღკვეთასა და პრევენციის საკითხში.
უფრო დეტალურად, პოდკასტში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი საკითხები:

  • მიმართვიანობასთან დაკავშირებით არსებული სირთულეები და ბარიერები
  • რატომ, როგორ და ვის უნდა შევატყობინოთ ძალადობის ფაქტის შესახებ? შეტყობინების რა საშუალებები არსებობს ძალადობის მსხვერპლების და თვითმხილველებისათვის
  • რა როლი აკისრიათ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოების ძალადობის პრევენციის საკითხში
  • პოლიციის რეაგირება ძალადობის შეტყობინებაზე; რეაგირების ტიპები
  • რა დაცვის და დახმარების მექანიზმები არსებობს და როგორ გამოიყენება ისინი
  • რა გამოწვევები არსებობს მართლმსაჯულების კუთხით ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის ჭრილში
  • რამდენად იქონია გავლენა პანდემიამ ძალადობის შემთხვევებზე

პოდკასტი მომზადებულია პროექტ „საზიანო გენდერული სტერეოტიპების დაძლევა“ ფარგლებში, რომელიც ტარდება პროგრამის: “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.#eu4genderequality UN WomenUNFPAEuropean Union in Georgia.

Facebook Comments