მეშვიდე ვიდეო პოდკასტის სტუმარია, ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, სამართლის დოქტორი, პროფესორი მარი მესხი. მასთან ერთად მიმოვიხილავთ ძალადობის სხვადასხვა ფორმებს, მათზე რეაგირების მეთოდებს და ამ მეთოდების ეფექტურობას. სასამართლო პრაქტიკის რამდენიმე შემთხვევას, გენდერული ძალადობის რისკებს, მხვერპლების რეაბილიტაციას და იმ გზას, რომელსაც ისინი გადიან ამ პროცესში.

უფრო დეტალურად, პოდკასტში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი საკითხები:

  • ძალადობის ფორმები: ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური ძალადობა
  • საქართველოში არსებული სამართლებრივი ბერკეტები, მათი ეფექტურობა ძალადობის სხვადასხვა ფორმებთან მიმართებით
  • სასამართლო პრაქტიკის მაგალითები გენდერული ძალადობის ჭრილში
  • საქართველოში არსებული სამართლებრივი ბერკეტები, მათი ეფექტურობა ძალადობის სხვადასხვა ფორმებთან მიმართებით
  • ძალადობის მსხვერპლების რეაბილიტაცია, კრიზისული ცენტრების როლი

პოდკასტი მომზადებულია პროექტ „საზიანო გენდერული სტერეოტიპების დაძლევა“ ფარგლებში, რომელიც ტარდება პროგრამის: “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.#eu4genderequality UN WomenUNFPAEuropean Union in Georgia.

Facebook Comments