2023 წლის 12-18 მაისს, პროექტის  „ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდების მხარდაჭერა“ მონაწილე ეთნიკურად სომეხი და
აზერბაიჯანელი 10 ახალგაზრდა, ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით გერმანიაში, ბერლინში იმყოფებოდა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდები ესტუმრნენ სახელმწიფო ფონდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც
ახალგაზრდების ჩართულობის, გენდერულ თანასწორობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობენ.სასწავლო ვიზიტის მიზანი საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა და გერმანელი კოლეგების მხრიდან გამოცდილების გაზიარება იყო.

პროექტის მონაწილეები სასწავლო ვიზიტის შესახებ თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ:

ია ისკანდაროვა

სასწავლო ვიზიტი გერმანიაში ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ბევრი რამ ვისწავლე, გავეცანი არასამთავრობო ორგანიზაციების  გამოცდილებას, საუკეთესო პრაქტიკებს, რაც ძალიან დამეხმარება სამომავლო პროექტების განხორციელებაში.

გოჰარ აღჯოიანი

გერმანიაში სასწავლო ვიზიტი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. პირველად ვიყავი საზღვარგარეთ და ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებოდი. გერმანიაში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებთან შეხვედრები, მათი საქმიანობის, მიზნებისა და სტრატეგიების გაცნობა იყო როგორც პროდუქტიული, ასევე, ინსპირაციული. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო გერმანელების პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ.

რაფიკ კრმაჯიანი

გერმანიაში სასწავლო ვიზიტი შთაბეჭდილებებით სავსე იყო. ბევრი ახალი რამ ვისწავლე, გავეცანი ორგანიზაციების მუშაობის განსხვავებულ მეთოდებს.  დრო ძალიან ნაყოფიერად გავატარე და საქათველოში დიდი მოტივაციითა და შემართებით დავბრუნდი.

სევინჯ გუსეინოვა

გერმანიაში მოგზაურობის ამბავი რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა, რადგან ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა ევროპაში და ძალიან მაინტერესებდა გერმანული ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკა. თითეული შეხვედრა სახელმწიფო ფონდებსა და არასამთვრობო ორგანიზაციებში განსხვავებულად საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

ანა არუთუნიანი

სასწავლო ვიზიტს გერმანიაში ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემს პროფესიულ საქმიანობაში დიდი როლი უჭირავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპული ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკისა და საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა. ამ პროექტამდე ამის შესაძლებლობა არ მქონია, ამიტომ, ეს სასწავლო ვიზიტი ჩემთვის უდიდესი მიღწევა იყო.  გერმანულმა ორგანიზაციებმა გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება, საქმიანობის მნიშვნელოვანი დეტალები, რისი გათვალისწინებაც დაგვეხმარება საუკეთესო პრაქტიკების საქართველოში დანერგვაში. გერმანიიდან მოტივაციითა და შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი.

არაქსია დემურჩიანი

გერმანიაში სასწავლო ვიზიტი იყო არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი გამოცდილება ჩემთვის. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს და უპასუხეს ჩვენს კითხვებს. ამ სასწავლო ვიზიტის თითოეული შეხვედრა ძალიან შთამბეჭდავი და ნაყოფიერი იყო. გერმანიიდან დავბრუნდი უამრავი ახალი იდეით, ენერგიით, ენთუზიაზმით და რაც მთავარია რწმენით, რომ ამ ყველაფრის განხორციელება შესაძლებელია. ძალიან დამეხმარება გერმიანიაში მიღებული გამოცდილება.

პროექტს ჩვენი ორგანიზაცია განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა ⋯ Dep ⋮ ახორციელებს Rönne-Stiftung – თან პარტნიორობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.