მერვე ვიდეო პოდკასტის სტუმარი იურისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, თამარ დეკანოსიძეა. მასთან ერთად განვიხილავთ სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური ძალადობის საკითხებს.
უფრო დეტალურად, პოდკასტში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი საკითხები:
- სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური ძალადობის განსაზღვრა
- როგორი ტიპის შეიძლება იყოს სექსუალური შევიწროება და სექსუალური ძალადობა, რა ფორმებით შეიძლება გამოიხატებოდეს იგი
- სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე და რეაგირების მეთოდები
- Me too კამპანია და მისი ეფექტი
- ზღვარი სექსუალური ხასიათის კომპლიმენტსა და შევიწროებას შორის
- მსხვერპლის რეაგირება სექსუალურ ძალადობაზე
- სექსუალური ძალადობა პარტნიორის მხრიდან
- სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებული მითები და რეალობა
პოდკასტი მომზადებულია პროექტ „საზიანო გენდერული სტერეოტიპების დაძლევა“ ფარგლებში, რომელიც ტარდება პროგრამის: “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.#eu4genderequality UN Women, UNFPA, European Union in Georgia
Facebook Comments